Wednesday, June 30, 2010

ისტორიული ცნობები მეფუტკრეობის განვითარების შესახებ



მსოფლიოში ყველაზე უძველესი ცნობები მეფუტკრეობის შესახბ აღმოჩენილია ესპანეთში,ვალენსიის მთებში,დაბა ბიკორბის გამოქვაბულის კედელზე,სადაც გამოსახულია ფუტკრებზე ნადირობა.მკვლევარები ამ ნახატს ათარიღებენ 15 ათასი წლით ადრე ჩვ.წელთაღრიცხვამდე.

      საქართველოში მეფუტკრეობა,როგორც ამას ბიზანტიელი სარდალი და ისტორიკოსი ქსენოფონტე აღნიშნავს,გავრცელებულა IV საუკუნეში.
      საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების შესახბ სტატისტიკური ცნობებ არ მოგვეპოვება,მაგრამ მეფუტკრეობის განვითარება დადასტურებულია ისტორიული დოკუმენტებით,სადაც აღნიშნულია,რომ საქართველოდან სხვა პროდუქტებთან ერთად ექსპორტის სახით უხვად გაჰქონდათ თაფლი და სანთელი(ცვილი).
     ძველად ჩვენში ფუტკარი საღვთო მწერად იყო მიჩნეული და მას წელიწადში ერთი დღე ეძღვნებოდა.

     XVIII საუკუნის ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იმ დროს ფუტკარი გავრცელებული ყოფილა საქართველოს ყველა კუხთეში. 



ინფორმაციის წყარო:წიგნი "მეფუტკრეობა" (გამომცემლობა "განათლება"თბილისი 1972,ავტორები:იულონ კუხიანიძე,ვახტანგ კუხიანიძე,გიორგი კუხიანიძე,ავთანდილ კუხიანიძე)

No comments:

Post a Comment