Wednesday, June 30, 2010

მეფუტკრეობის პროდუქტები


1. პროპოლისი (ფუტკრის წებო)

2. ცვილი

3. ფუტკრის შხამი

4. ფუტკრის თაფლი, ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე

5. თაფლი

1. პროპოლისი (ფუტკრის წებო)
პროპოლისი შეუცვლელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. 1964 წელს ფრანგმა მკვლევარებმა (რ. დავი და რ.ბარბიე)პროპოლისიდან გამოყვეს 3,5,7-ტრიოქსიფლავონი, რომელიც ძლიერი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა. ჩეხოსლოვაკელმა მკვლევარებმა ი. ჩიზმარიკმა და ი. მატელმა 1976 წელს დაადგინეს კოფეინისა და ფერულის მჟავების არსებობა, რომლებიც ხასიათდებიან ძლიერი ანტიბაქტერიალური აქტივობით. კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ბუნებრივი ნაერთების ქიმიის ინსტიტუტში (მოსკოვი) 1979 წელს ს. პოპრავკომ ჩაატარა პროპოლისის ფუნდამენტალური გამოკვლევები. მის შემადგენლობაში იდენტიფიცირებული იყო 22 სხვადასხვა შენაერთი. დამტკიცდა, რომ პროპოლისის ბიოაქტივობის ძირითადი წყარო მცენარეებიდან გამოყოფილი ფიტონციდებია.

2. ცვილი

ცვილი წარმოიქმნება ცვილის ჯირკვლებში. ის ძირითადად გამოიყენება ფიჭების ასაგებად. მას აქვს ღია ყვითელიდან ყავისფერამდე შეფერილობა და ძალიან სასიამოვნო სუნი. ცვილი ლღვება 62-720 C ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ ცვილი წარმოადგენს რთული ეთერების ნარევს, რომლებიც შედგებიან უმაღლესი ცხიმმჟავებისა და უმაღლესი ცხიმოვანი სპირტებისაგან (70-75%). მცირე რაოდენობით შეიცავს უჯერ და ნაჯერ ნახშირწყლებს (11-17%), თავისუფალ ცხიმმჟავებს (12-15%), თავისუფალ სპირტებს, მინერალურ ნაერთებს, მღებავ და არომატულ ნივთიერებებს. ცვილში არის სხვადასხვა ვიტა-მინები, განსაკუთრებით ბევრია A ვიტამინი. ცვილი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ღრძილების გამამაგრებელი ეფექტით, გამოიყენება გაციების დროს ინჰალაციისათვის. ფუტკრის შხამი- სიროფისმაგვარი მოყვითალო სითხეა თავისებური სუნით და მომწარო გემოთი. ის უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ მუქ ჭურჭელში დაბალ ტემპერატურაზე (100C).

3. ფუტკრის შხამი

ფუტკრის შხამს რთული ქიმიური შედგენილობა აქვს. ის შეიცავს ცილებს (მათ შორის ბევრია ფერმენტები), პეპტიდებს, ბიოგენურ ამინებს (ჰისტამინს, დოფამინს, ნორადრენალინს), აცეტილქოლინს, ლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს, შაქრებს, მჟავებს და სხვა ნივთიერებებს. ის აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. მცირე დოზებით ფუტკრის შხამი იწვევს სისხლის წნევის დაწევას.

4. ფუტკრის თაფლი,ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე
სამკურნალო-კვებითი თვისებების მქონე მეფუტკრეობის პროდუქტები (ფუტკრის თაფლი, ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე) შეიცავენ ადამიანისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას: ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. მათი ბიოლოგიური ღირებულება განპირობებულია ფერმენტების, ამინომჟავების, ვიტამინების და მინერალური მარილების მდიდარი შემცველობით, რომლებიც ადვილად შეითვისებიან ორგანიზმის მიერ და ასრულებენ ნატურალური მედიკამენტების როლს. ამ კომპონენტების უმეტეს ნაწილს ფუტკრები იღებენ მზა სახით სამკურნალო მცენარეებიდან. ფარმაცევტული პრეპარატებისაგან განსხვავებით, მეფუტკრეობის პროდუქტებში სამკურნალო ნივთიერებები იმყოფებიან ბუნებრივ და ბიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში. გარდა ზოგიერთი დაავადების პრფილაქტიკისა და მკურნალობისა, ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისა და მისი ბრძოლისუნარიანობის გაზრდისა,

5. თაფლი


სამკურნალო-კვებითი თვისებების მქონე მეფუტკრეობის პროდუქტები, განსაკუთრებით თაფლი, წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს თანამედროვე გარემომცველი არის არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლაში. თაფლი ქიმიური შედგენილობით ძალიან რთული პროდუქტია, რომელიც შეიცავს 300-მდე სხვადასხვა კომპონენტს. წყლის შემცველობა თაფლში 15-დან 23%-მდეა. თაფლის ძირითად ნაწილს შეადგენენ შაქრები (გლუკოზა, ფრუქტოზა, მალტოზა, ტრეგალოზა, საქაროზა და სხვ.), რომელთა წილზე მოდის თაფლის მშრალი ნივთიერებების დაახლოებით 95%.
ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო ზემოქმედებას ახდენს თაფლის როგორც ცალკეული კომპონენტები (შაქრები, ფერმენტები, ანტიბიოტიკები, ამინომჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინები), ასევე მათი კომპლექსი. თაფლის შაქრები აღწევენ რა სისხლში, წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს კუნთებისათვის, გულისა და ნერვული სისტემისათვის. თაფლის ფერმენტები ხელს უწყობენ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ პროცე 6. ფუტკრის ფქილის დახასიათება და ქიმიური შედგენილობა

უხსოვარ დროიდან სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის გამოიყენება მეფუტკრეობის პროდუქტები: თაფლი, პროპოლისი, ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ფქილი, ცვილი და სხვა, რომელთა საკვებ და სამკურნალო თვისებებს განაპირობებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის გამაჯანსაღებელ პროცესებში. ეს ნივთიერებები წარმოდგენილია ვიტამინებით, ფერმენტებით, ამინომჟავებით, ჰორმონებით, ანტიბიოტიკებით.


ინფორმაციის წყარო: www.ecopharm.sangu.ge

No comments:

Post a Comment