Wednesday, June 30, 2010

არსებობს კი პერსპექტივები?



     მეფუტკრეობის განვითარებას უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ადგილობრივი წარმოების აღორძინებისათვის.მეფუტკრეობაზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ და ამ სფეროს განვითარებაზეც დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა საქართველოში ამ დარგის გაძლიერება მხოლოდ სპონტანურად და ერთეული პიროვნებების ინიციატივებით ხდება.
       არსებული კანონმდებლობა ნორმალურია, ბევრი ვალდებულება არ არსებობს, თუმცა აქვს მინუსიც — ქართული თაფლი დაუცველია. ჩვენი თაფლის გატანა საზღვარგარეთ შეზღუდულია, სხვა ქვეყნების საკანონმდებლო შეზღუდვების გამო. არადა, ჩვენი ბაზარი გაჯერებულია უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ლამაზეტიკეტიანი თაფლის პროდუქტებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ახლოსაც ვერ მივლენ ქართული თაფლის ხარისხთან. 

      სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არა აქვს ამ პროდუქტების წარმოებას, მეფუტკრე ყველაზე ნაკლებად შრომატევადი სამუშაოთი არის დაკავებული — აწარმოებს მხოლოდ თაფლს. თუ ამ მიმართულებით სახლმწიფომ ნაბიჯები არ გადადგა, ქართული მეფუტკრეობა არ განვითარდება და ის მხოლოდ ლამაზი მოწოდებების დონეზე დარჩება. პროფესიონალი მეფუტკრეებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შექმნას მეფუტკრეობის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმები და წარუდგინოს ხელისუფლებას, რათა სწორად აღიქვან მეფუტკრეობის სტრატეგიული დანიშნულება საქართველოსთვის.


ინფორმაციის წყარო:www.lanplus.com.ge

No comments:

Post a Comment