Wednesday, June 30, 2010


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტი

Iკურსის სტუდენტი

რუსუდან ხუციშვილი

მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგი


  მეფუტკრეობა, სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა ფუტკრის მოშენება ადამიანის კვებისა და ჯანმრთელობისათვის საჭირო პროდუქტების — თაფლის, ცვილის, „რძის“ დინდგელის, ჭეოსა და შხამის მისაღებად. ფუტკარი ჯვარედინმტვერია მცენარეთა განაყოფიერებით ზრდის ხეხილისა და ბაღჩეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობას, აუმჯობესებს ნაყოფის ხარისხს.

         საქართველოში მეფუტკრეობის სიძველესა და ფუტკრის ოჯახის სიმრავლეზე მიუთითებს ძვ. წ. IV საუკუნის ბერძენი ისტორიკოსისა და მხედართმთავრის ქსენოფონტეს წერილობითი წყაროები. საქართველოში ძირითადად არსებობდა მეფუტკრეობის 3 ფორმა: ტყიური, ნახევრად შინაური და შინაური. ტყიური მეფუტკრეობის უმარტივესი წესი იყო „კლდის ფუტკრის“ ნაყოფის მოპოვება, რაც საქართველოს მრავალ კუთხეში წარმოადგენდა თაფლისა და ცვილის მიღების მნიშვნელოვან და მუდმივ წყაროს. თაფლისა და ცვილის მოპოვების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი იყო „ხე-ფუტკარზე“ ნადირობა, რომელიც მიზნად ისახავდა ტყიური ფუტკრის ან მისი ნაყოფის მოპოვებას. ამ შემთხვევაში ფუტკრის ოჯახის შენარჩუნებაზე არ ზრუნავდნენ. მას სკის გატეხა, დაშრეტა ან გაქრობა-დანელება ეწოდებოდა, ტყიური მეფუტკრეობის უფრო გაიშვიათებული სახე ფუტკრის ოჯახის შინ წამოყვანა იყო, რაც ფუტკრის პროდუქტების რეგულარულად მოხმარებას ისახავდა მიზნად.
        მეფუტკრეობის გაბატონებული ფორმა საქართველოში შინაური მეფუტკრეობა იყო, რომელიც გულისხმობდა ხელოვნურ გეჯას და საგანგებოდ გაწყობილ საფუტკრეს. მეფუტკრეობის ისტორიაში განარჩევენ 3 პერიოდს:


1.ველურ ფუტკარზე ნადირობის;
2.პრომიტიული მეხეურ-გეჯური მეფუტკრეობის;
3.კულტურული მეფუტკრეობის.

ინფორმაციის წყარო:http://wikipedia.org/

ისტორიული ცნობები მეფუტკრეობის განვითარების შესახებ



მსოფლიოში ყველაზე უძველესი ცნობები მეფუტკრეობის შესახბ აღმოჩენილია ესპანეთში,ვალენსიის მთებში,დაბა ბიკორბის გამოქვაბულის კედელზე,სადაც გამოსახულია ფუტკრებზე ნადირობა.მკვლევარები ამ ნახატს ათარიღებენ 15 ათასი წლით ადრე ჩვ.წელთაღრიცხვამდე.

      საქართველოში მეფუტკრეობა,როგორც ამას ბიზანტიელი სარდალი და ისტორიკოსი ქსენოფონტე აღნიშნავს,გავრცელებულა IV საუკუნეში.
      საქართველოში მეფუტკრეობის განვითარების შესახბ სტატისტიკური ცნობებ არ მოგვეპოვება,მაგრამ მეფუტკრეობის განვითარება დადასტურებულია ისტორიული დოკუმენტებით,სადაც აღნიშნულია,რომ საქართველოდან სხვა პროდუქტებთან ერთად ექსპორტის სახით უხვად გაჰქონდათ თაფლი და სანთელი(ცვილი).
     ძველად ჩვენში ფუტკარი საღვთო მწერად იყო მიჩნეული და მას წელიწადში ერთი დღე ეძღვნებოდა.

     XVIII საუკუნის ისტორიკოს ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით იმ დროს ფუტკარი გავრცელებული ყოფილა საქართველოს ყველა კუხთეში. 



ინფორმაციის წყარო:წიგნი "მეფუტკრეობა" (გამომცემლობა "განათლება"თბილისი 1972,ავტორები:იულონ კუხიანიძე,ვახტანგ კუხიანიძე,გიორგი კუხიანიძე,ავთანდილ კუხიანიძე)

ქართული რუხი ფუტკარი


msoflioSi arsebuli Ffutkris jiSebs Soris mTis qarTuli ruxi futkars pirveli adgili uWiravs Tavis sawarmoo mniSvnelobiT.

   qarTul futkars Semdegi Tvisebebi uwyobs xels pirveli adgilobisaTvis:

1.dRes arsebuli futkris primitiul jiSebTan SedarebiT yvelaze grZeli xorTumi aqvs,rac xels uwyobs iseTi yvavilebidan amoiRos neqtari,saidanac sxva futkrebi ver axerxeben,amitom is ufro metad produqtiulia.

2.araCveulebrivad mSvidi da Tvinieria.

3.gamoirCeva Sors freniT,misi frenis radiusi 5-6 km-s da zogjer mets udris.igi uSiSrad muSaobs mcire wvimaSi da susti qaris dros.

4.gamoirCeva gambedaobiT.kargad aqvs ganviTarebuli Tavdacvisa da Tavdasxmis unari.

5.safrenTan akeTeben dindgelis barikadebs,garda amisa safrenis Signidan da garedan darajebi dganan.

6.gamoirCeva Sromis didi unariT,muSaobas iwyebs gaTenebisas da amTavrebs dabindebisas.

7.xasiaTdeba uxvi produqtiulobiT.

8.zedmiwevniT icavs budis sisufTaves.

9.karg amindSi saWiroebisamebr Rames aTevs gareT yvavilze,rac sxva futkrebs ar axasiaTebT.

   qarTuli futkari kidev bevri TvisebebiT xasiaTdeba,amrigad qarTul futkars msoflioSi arsebul futkris jiSebTan SedarebiT,bevri kargi da sasargeblo Tvisebebi aqvs.

 

ინფორმაციის წყარო:წიგნი "მეფუტკრეობა" (გამომცემლობა "განათლება"თბილისი 1972,ავტორები:იულონ კუხიანიძე,ვახტანგ კუხიანიძე,გიორგი კუხიანიძე,ავთანდილ კუხიანიძე)

მეფუტკრეობის პროდუქტები


1. პროპოლისი (ფუტკრის წებო)

2. ცვილი

3. ფუტკრის შხამი

4. ფუტკრის თაფლი, ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე

5. თაფლი

1. პროპოლისი (ფუტკრის წებო)
პროპოლისი შეუცვლელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა. 1964 წელს ფრანგმა მკვლევარებმა (რ. დავი და რ.ბარბიე)პროპოლისიდან გამოყვეს 3,5,7-ტრიოქსიფლავონი, რომელიც ძლიერი ბიოლოგიური აქტიურობით გამოირჩევა. ჩეხოსლოვაკელმა მკვლევარებმა ი. ჩიზმარიკმა და ი. მატელმა 1976 წელს დაადგინეს კოფეინისა და ფერულის მჟავების არსებობა, რომლებიც ხასიათდებიან ძლიერი ანტიბაქტერიალური აქტივობით. კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ბუნებრივი ნაერთების ქიმიის ინსტიტუტში (მოსკოვი) 1979 წელს ს. პოპრავკომ ჩაატარა პროპოლისის ფუნდამენტალური გამოკვლევები. მის შემადგენლობაში იდენტიფიცირებული იყო 22 სხვადასხვა შენაერთი. დამტკიცდა, რომ პროპოლისის ბიოაქტივობის ძირითადი წყარო მცენარეებიდან გამოყოფილი ფიტონციდებია.

2. ცვილი

ცვილი წარმოიქმნება ცვილის ჯირკვლებში. ის ძირითადად გამოიყენება ფიჭების ასაგებად. მას აქვს ღია ყვითელიდან ყავისფერამდე შეფერილობა და ძალიან სასიამოვნო სუნი. ცვილი ლღვება 62-720 C ტემპერატურაზე. დადგენილია, რომ ცვილი წარმოადგენს რთული ეთერების ნარევს, რომლებიც შედგებიან უმაღლესი ცხიმმჟავებისა და უმაღლესი ცხიმოვანი სპირტებისაგან (70-75%). მცირე რაოდენობით შეიცავს უჯერ და ნაჯერ ნახშირწყლებს (11-17%), თავისუფალ ცხიმმჟავებს (12-15%), თავისუფალ სპირტებს, მინერალურ ნაერთებს, მღებავ და არომატულ ნივთიერებებს. ცვილში არის სხვადასხვა ვიტა-მინები, განსაკუთრებით ბევრია A ვიტამინი. ცვილი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ღრძილების გამამაგრებელი ეფექტით, გამოიყენება გაციების დროს ინჰალაციისათვის. ფუტკრის შხამი- სიროფისმაგვარი მოყვითალო სითხეა თავისებური სუნით და მომწარო გემოთი. ის უნდა ინახებოდეს ჰერმეტულად დახურულ მუქ ჭურჭელში დაბალ ტემპერატურაზე (100C).

3. ფუტკრის შხამი

ფუტკრის შხამს რთული ქიმიური შედგენილობა აქვს. ის შეიცავს ცილებს (მათ შორის ბევრია ფერმენტები), პეპტიდებს, ბიოგენურ ამინებს (ჰისტამინს, დოფამინს, ნორადრენალინს), აცეტილქოლინს, ლიპიდებს, მინერალურ ნივთიერებებს, შაქრებს, მჟავებს და სხვა ნივთიერებებს. ის აღიზიანებს ნერვულ დაბოლოებებს, მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. მცირე დოზებით ფუტკრის შხამი იწვევს სისხლის წნევის დაწევას.

4. ფუტკრის თაფლი,ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე
სამკურნალო-კვებითი თვისებების მქონე მეფუტკრეობის პროდუქტები (ფუტკრის თაფლი, ფქილი, ჭეო და ფუტკრის რძე) შეიცავენ ადამიანისათვის აუცილებელ ყველა საკვებ ნივთიერებას: ნახშირწყლებს, ცხიმებს, ცილებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. მათი ბიოლოგიური ღირებულება განპირობებულია ფერმენტების, ამინომჟავების, ვიტამინების და მინერალური მარილების მდიდარი შემცველობით, რომლებიც ადვილად შეითვისებიან ორგანიზმის მიერ და ასრულებენ ნატურალური მედიკამენტების როლს. ამ კომპონენტების უმეტეს ნაწილს ფუტკრები იღებენ მზა სახით სამკურნალო მცენარეებიდან. ფარმაცევტული პრეპარატებისაგან განსხვავებით, მეფუტკრეობის პროდუქტებში სამკურნალო ნივთიერებები იმყოფებიან ბუნებრივ და ბიოლოგიურად აქტიურ მდგომარეობაში. გარდა ზოგიერთი დაავადების პრფილაქტიკისა და მკურნალობისა, ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებისა და მისი ბრძოლისუნარიანობის გაზრდისა,

5. თაფლი


სამკურნალო-კვებითი თვისებების მქონე მეფუტკრეობის პროდუქტები, განსაკუთრებით თაფლი, წარმოადგენენ მნიშვნელოვან რგოლს თანამედროვე გარემომცველი არის არასასურველ ფაქტორებთან ბრძოლაში. თაფლი ქიმიური შედგენილობით ძალიან რთული პროდუქტია, რომელიც შეიცავს 300-მდე სხვადასხვა კომპონენტს. წყლის შემცველობა თაფლში 15-დან 23%-მდეა. თაფლის ძირითად ნაწილს შეადგენენ შაქრები (გლუკოზა, ფრუქტოზა, მალტოზა, ტრეგალოზა, საქაროზა და სხვ.), რომელთა წილზე მოდის თაფლის მშრალი ნივთიერებების დაახლოებით 95%.
ადამიანის ორგანიზმზე სამკურნალო ზემოქმედებას ახდენს თაფლის როგორც ცალკეული კომპონენტები (შაქრები, ფერმენტები, ანტიბიოტიკები, ამინომჟავები, ფლავონოიდები, ვიტამინები), ასევე მათი კომპლექსი. თაფლის შაქრები აღწევენ რა სისხლში, წარმოადგენენ ენერგიის ძირითად წყაროს კუნთებისათვის, გულისა და ნერვული სისტემისათვის. თაფლის ფერმენტები ხელს უწყობენ ორგანიზმის საჭმლის მომნელებელ პროცე 6. ფუტკრის ფქილის დახასიათება და ქიმიური შედგენილობა

უხსოვარ დროიდან სხვადასხვა დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის გამოიყენება მეფუტკრეობის პროდუქტები: თაფლი, პროპოლისი, ფუტკრის რძე, ფუტკრის შხამი, ფქილი, ცვილი და სხვა, რომელთა საკვებ და სამკურნალო თვისებებს განაპირობებს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა მაღალი შემცველობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ორგანიზმის გამაჯანსაღებელ პროცესებში. ეს ნივთიერებები წარმოდგენილია ვიტამინებით, ფერმენტებით, ამინომჟავებით, ჰორმონებით, ანტიბიოტიკებით.


ინფორმაციის წყარო: www.ecopharm.sangu.ge

თაფლის სასწაულმომქედი თვისებების შესახებ


   თაფლის სასწაულმომქედი თვისებების შესახებ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მას უამრავ სამკურნალო, გამაჯანსაღებელ, გამაახალგაზრდავებელ თვისებას მიაწერენ. დედოფალი კლეოპატრა თაფლს სილამაზისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად იყნებდა.

       ბევრი ადამიანი თაფლის ნამდვილი მოყვარულია, მაგრამ უმრავლესობას ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს ახსენდება. ძველი ბერძნები თაფლს ჯადოსნურ ელექსირს უწოდებდნენ, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს. თუ ყოველდღიურად სამ კოვზ თაფლს მიირთმევთ, არამარტო იმუნიტეტს გაიმაგრებთ, არამედ სილამაზესა და ახალგაზრდობას შეინარჩუნებთ და ჭარბი წონისგანაც გათავისუფლდებით

არსებობს კი პერსპექტივები?



     მეფუტკრეობის განვითარებას უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ადგილობრივი წარმოების აღორძინებისათვის.მეფუტკრეობაზე დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ და ამ სფეროს განვითარებაზეც დიდ იმედებს ამყარებენ. თუმცა საქართველოში ამ დარგის გაძლიერება მხოლოდ სპონტანურად და ერთეული პიროვნებების ინიციატივებით ხდება.
       არსებული კანონმდებლობა ნორმალურია, ბევრი ვალდებულება არ არსებობს, თუმცა აქვს მინუსიც — ქართული თაფლი დაუცველია. ჩვენი თაფლის გატანა საზღვარგარეთ შეზღუდულია, სხვა ქვეყნების საკანონმდებლო შეზღუდვების გამო. არადა, ჩვენი ბაზარი გაჯერებულია უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი ლამაზეტიკეტიანი თაფლის პროდუქტებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ახლოსაც ვერ მივლენ ქართული თაფლის ხარისხთან. 

      სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა არა აქვს ამ პროდუქტების წარმოებას, მეფუტკრე ყველაზე ნაკლებად შრომატევადი სამუშაოთი არის დაკავებული — აწარმოებს მხოლოდ თაფლს. თუ ამ მიმართულებით სახლმწიფომ ნაბიჯები არ გადადგა, ქართული მეფუტკრეობა არ განვითარდება და ის მხოლოდ ლამაზი მოწოდებების დონეზე დარჩება. პროფესიონალი მეფუტკრეებისგან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უნდა შექმნას მეფუტკრეობის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი სტრატეგიული გეგმები და წარუდგინოს ხელისუფლებას, რათა სწორად აღიქვან მეფუტკრეობის სტრატეგიული დანიშნულება საქართველოსთვის.


ინფორმაციის წყარო:www.lanplus.com.ge

დღეს მეფუტკრეობა


ჩემი აზრით ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მეფუტკრეობის განვითარებას,რათა ჩვენთვის მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს,ფუტკრის მიერ დამზადებულ პროდუქტებს ჩვენი ჯანმრთელობისთვის ვიყენებთ,მედიცინაც იყენებს ასევე ამ პროდუქტებს წამლების დასამზადებლად.

ამიტომ ფუტკრებს უნდა გავუფრთხილდეთ,შევინარჩუნოთ ბუნების საჩუქარი და მოვიხსენიოთ "ფუტკარი როგორც აფთიაქარი".

სასარგებლო ბმულები

 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული წიგნების კატალოგი მეფუტკრეობაზე:

www.nplg.gov.ge

მეფუტკრეობის საიტი უფრო მეტი ინფორმაცია:

www.iaad.ge

ჩემს მიერ დამზადებული საიტი ,სადაც უფრო ვრცლადაა ინფორმაცია მეფუტკრეობაზე:

https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/meputkreoba/